აშშ-ის თხევადი გაზი(LNG) იმპორტი ევროპაში სულ უფრო იზრდება, განსაკუთრებით, რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ.
2024 წლის დეკემბერში ევროპაში იმპორტირებული 10,89 მილიონი ტონა აირის ნახევარი, 5,22 მილიონი ტონა(აშშ-დან თხევადი აირის ექსპორტის 69%), შეერთებულ შტატებზე მოდიოდა, რაც მაქსიმალური მოცულობაა 2024 წლის იანვრიდან მოყოლებული.
აშშ-ის LNG-ი სულ უფრო დიდ როლს თამაშობს ევროპის გაზმომარაგებაში. 2024 წელს აშშ-დან მთლიანმა ექსპორტმა მიაღწია 88,3 მილიონ ტონას და ის ხდება LNG უმსხვილესი ექსპორტიორი მსოფლიოში.
რუსული გაზის ტრანზიტის შეწყვეტის შემდეგ, ევროპული მარაგები მცირდება და ახლა ზამთრის სეზონზე ხუთწლიან საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. შესაბამისად, ევროპას სჭირდება იმპორტის გაზრდა არა მხოლოდ ამ ზამთრის მოხმარებისთვის, არამედ გაზაფხულზე და ზაფხულშიც.
ევროპის გაზსაცავები 2025 წლის 1 ნოემბრამდე მინიმუმ 90%-ით უნდა შეივსოს, 2025/2026 წლის ზამთრის სეზონისთვის. ეს მომგებიანია ამერიკელი ექსპორტიორებისთვის და EIA-ის(აშშ-ის ენერგეტიკის საინფორმაციო ადმინისტრაცია) პროგნოზის თანახმად, აშშ 2025 წელს LNG-ის ექსპორტს 15%-ით გაზრდის.