ევროპაში 1000 კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ფასი $450-მდე დაეცა. ეს 2021 წლის ივლისის შემდეგ ყველაზე დაბალი ფასია.
ნიდერლანდების TTF ჰაბზე აპრილის ფიუჩერსების ფასი $443-მდე შემცირდა 1000 კუბურ მეტრზე.
გაზის გაიაფება ევროპაში დათბობას და გაზის საცავებში არსებულ დიდ მარაგებს უკავშირდება.
ამჟამად, ევროპის გაზის საცავები თითქმის 58%-ით არის შევსებული. ეს 21%-ით აღემატება, წლის ამ პერიოდისთვის არსებულ. ბოლო ხუთი წლის საშუალო მაჩვენებელს,
ცნობისთვის, 2022 წელს ევროპაში გაზის მოხმარება 13%-ით, 70 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტით შემცირდა. ეს ისტორიულად მოთხოვნის ყველაზე ძლიერი კლებაა