საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, სტრასბურგში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი გაუქმდა. შესაბამისად, გადაიდო მისი მიმართვა ევროპარლამენტისადმი.
პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა ევროპარლამენტში 18 აპრილს იყო დაგეგმილი.
ევროპარლამენტში დაგეგმილი გამოსვლის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა 31 მარტს პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.
ვიზიტის გადადების მიზეზები ადმინისტრაციას არ დაუსახელებია.