დასანქცირებულია SWIFT-ის რუსული ანალოგი, რომელიც ფინანსური სისტემებს ემსახურებოდა როგორც რუსეთის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. აკრძალვა სანქციების მე-14 პაკეტში შევიდა, რომელიც ევროსაბჭომ დღეს დაამტკიცა.
საერთაშორისო გადახდების სისტემა SWIFT-ის გამოყენება რუსეთის ფედერაციაში 2023 წლის ოქტომბერში აიკრძალა. მის ჩასანაცვლებლად რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა, ბანკებისთვის ფინანსური შეტყობინებების გადაცემისთვის, ახალი სისტემა SPFS შექმნა.
SWIFT-ის რუსული ანალოგის აკრძალვით, ევროსაბჭოს საშუალება ეძლევა შეადგინოს მესამე ქვეყნების ბანკების სია, რომლებიც დაკავშირებულები არიან აღნიშნულ სისტემასთან. ამ ბანკებს ეკრძალებათ ევროკავშირის ოპერატორებთან ბიზნესის წარმოება.
გარდა ამისა, ევროკავშირმა სანქციები დაუწესა ბანკებს და კრიპტო აქტივების პროვაიდერებს რუსეთში და მესამე ქვეყნებში, რომლებიც ხელს უწყობენ ტრანზაქციებს, რომლებიც მხარს უჭერენ რუსეთის თავდაცვას.
ცნობისთვის, რამდენიმე ქვეყანა ეწინააღმდეგებოდა SPFS-ის სრულ აკრძალვას იმ მოტივით, რომ „ამ ნაბიჯმა შეიძლება გავლენა მოახდინოს ლეგიტიმურ ტრანზაქციებზე და ზიანი მიაყენოს ურთიერთობებს მესამე ქვეყნებთან“.