უკრაინაში ომის დაწყებიდან ერთი წლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-10 პაკეტი დაამტკიცა.
ინფორმაციას ევროკავშირში შვედეთის წარმომადგენლობა ავრცელებს.
„ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა ერთად დააწესეს ყველაზე ძლიერი და სერიოზული სანქციები, რათა დაეხმარონ უკრაინას ომში გამარჯვებაში“, – ნათქვამია Twitter-ზე.
სანქციების ახალი პაკეტი მოიცავს ექსპორტის მკაცრ შეზღუდვებს, ასევე სანქციებს ომის მხარდამჭერი პირებისა და იმ სუბიექტების წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს უკრაინის წინააღმდეგ გამოყენების მიზნით დრონებს აწვდიან.