მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში ევროკავშირში რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) იმპორტი რეკორდულად, 40%-ით გაიზარდა 2021 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
უფრო მეტიც, ევროკავშირი წელს აპირებს, რუსეთიდან შესყიდვები გაზარდოს, მიუხედავად იმისა, რომ 2027 წლისთვის რუსულ წიაღისეულ საწვავზე მთლიანად უარის თქმას გეგმავდა.
ყველაზე დიდი ოდენობით რუსულ LNG-ს ბელგია და ესპანეთი ყიდულობს. ამის შესახებ Financial Times წერს.
მიმდინარე წლის პირველ შვიდ თვეში ამ ორმა ქვეყანამ, ჩინეთის შემდეგ, LNG-ის უმსხვილესი შესყიდვები განახორციელეს,
ევროკავშირი უკრაინის ომამდე LNG-ს მნიშვნელოვანი მოცულობით არ ყიდულობდა რუსულ ბუნებრივ აირზე დამოკიდებულების გამო. გამოდის, რომ ბუნებრივ აირს ამჯერად თხევადი გაზი ჩაანაცვლებს.
Global Witness-ის მონაცემებით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით იმპორტირებული LNG-ის ღირებულებამ €5,29 მილიარდი შეადგინა.
ევროპას თხევად აირს უმეტესად ერთობლივი საწარმო Yamal LNG მიაწვდის, რომლის დიდი ნაწილი რუსული Novatek-ის საკუთრებაა.
კომპანიის აქციებს ასევე ფლობს ფრანგული TotalEnergies, ჩინეთის CNPC და ჩინეთის სახელმწიფო ფონდი.
რუსული LNG-ის მოცულობითი კონტრაქტები ასევე აქვს ესპანურ კომპანია Naturgy-სა და ფრანგულ Total-ს.