„ევროკავშირის ინსტიტუტებმა გადავწყვიტეთ, შევაჩეროთ ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან“, – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ დღეს, თბილისში გამართულ „საარჩევნო კომპასი საქართველო 2024-ის” პრეზენტაციაზე.
ელჩის ქმით, საქართველო ვერასდროს გახდება ევროკავშირის წევრი, თუ იქნება ერთპარტიული ქვეყანა, სადაც ოპოზიცია აკრძალულია და სამოქალაქო ორგანიზაციებს საზღვარგარეთ მიდიან, რათა მუშაობა შეძლონ. ასევე, თუ ადამიანების საბაზისო უფლებები, უმცირესობების უფლებების ჩათვლით, არ იქნება დაცული.
მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირი კონკრეტულ ღირებულებებს ეფუძნება, რომლებიცაა თავისუფლება, დემოკრატია, კანონის უზენაესობა, უმცირესობების უფლებები და იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ახალი მთავრობა ამ ნორმებს დაიცავს.
წინასაარჩევნო პრეოცესის შეფასებისას მან “ქართული ოცნების” ბილბორდებს, სადაც რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის ფოტოებია განთავსებული, აღმაშფოთებელი, სამარცხვინო და ამაზრზენი უწოდა.
„ქართული ოცნების“ე.წ. რუსული კანონის მიღების შემდეგ, აშშ-ის, ევროკავშირისა და წევრი ქვეყნების უმრავლესობა ამბობს, რომ ეს აშორებს საქართველოს ევროპის კავშირში გაწევრებას.
ასევე ჰერჩინსკი ამბობს, რომ მოვლენათა გაუარესების შემთხვევაში, მათი მხრიდან ერთ-ერთი ნაბიჯი შეიძლება იყოს „ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის გაუქმება”.
ცნობისთვის, ივლისში ევროკავშირმა საქართველოს თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება შეუჩერა.