ევროკავშირი თაფლის იმპორტის წესებს ამკაცრებს. ახალი რეგულაციები 30 ნოემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
ევროკავშირი ექსპორტიორების კონტროლს გააძლიერებს, რათა თაფლისა და მეფუტკრეობის პროდუქტების მიწოდების ჯაჭვის მიკვლევადობა გააუმჯობესოს.
ევროკომისიის მონაცემებით, ევროკავშირში იმპორტის დროს, თაფლსა და მეფუტკრეობის პროდუქტების 46%-ში გარკვეული შეუსაბამობა დაფიქსირდა, ხოლო მესამე ქვეყნებიდან ექსპორტის 57%-ში თაფლის შაქრის დანამატებით გაყალბების ეჭვი გაჩნდა.
ამასთან დაკავშირებით, 2024 წლის 30 ნოემბრიდან, თაფლი და ფუტკრის სხვა პროდუქტები, რომლებიც განკუთვნილია ადამიანის მოხმარებისთვის, იმპორტი ევროკავშირში მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დასაშვები, თუ მათი დამზადდება და გაგზავნა ექსპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ იქნება დადასტურებული და ნებადართული. აღნიშნულმა ორგანომ მწარმოებლების სია უნდა მიაწოდოს ევროკავშირის შესაბამის უწყებას.
ევროკომისიას ექსპორტიორი ქვეყნებისთვის გარდამავალი პერიოდი 2024 წლის 29 ნოემბრამდე აქვთ მიცემული.
ევროკავშირში ქართული თაფლის ექსპორტი მცირე რაოდენობით ხდება. 2023 წელს, საქართველოდან თაფლი უმეტესად საფრანგეთსა და ჩეხეთში გავიდა. ამ ქვეყნებში მთლიანი ექსპორტის 83.6% მოდიოდა. წელს ევროკავშირის ბაზარზე ექსპორტი არ მომხდარა.