რამდენიმე დღეში ევროკავშირი გამოაცხადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს, რომლითაც ბრილიანტებით ვაჭრობას შეზღუდავს.
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტზე მუშაობს. დიდი შვიდეულის (G7) წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ რუსეთიდან ბრილიანტების იმპორტის აკრძალვაზე და საბოლოო დეკლარაცია უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
ბრილიანტების აკრძალვა და თვალთვალის პროტოკოლები ბელგიასთან ერთად შემუშავდა, სადაც მსოფლიოს უდიდესი ალმასის სავაჭრო ცენტრი მდებარეობს (ანტვერპენში).
კანადა, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, დიდი ბრიტანეთი და შეერთებული შტატები (G7) ბრილიანტების გლობალურ საბოლოო მოთხოვნის 70%-ს ქმნიან.
ალმასის ექსპორტს კრემლისთვის წელიწადში €4 მილიარდი მოაქვს.
ალმასის მომპოვებელი რუსული კომპანია Alrosa ბრილიანტების მსოფლიო მარაგის დაახლოებით მესამედს უზრუნველყოფს და მათი ღირებულება წელიწადში $2,5 მილიარდად არის შეფასებული.
კომპანია აშშ-ის და დიდი ბრიტანეთის სანქციებს ექვემდებარება, მაგრამ სამაგიეროდ ინდოეთი თავისუფლად ახორციელებს ქვების ექსპორტს რუსეთიდან აშშ-ში და G7-ის სხვა ქვეყნებში. გზად ბრილიანტი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდის, იცვლება მისი სპეციალური კოდი – ექვსნიშნა ნომერი, რომელიც საქონლის იდენტიფიცირებისთვის გამოიყენება.