ევროკავშირის წევრი ხუთი ქვეყნის პარლამენტთა საგარეო საქმეთა კომიტეტების თავმჯდომარეები საქართველოში ვიზიტთან დაკავშირებით ხვალ, 14 მაისს გერმანიის საელჩოში ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.
პრესკონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ პაველ ფიშერი (ჩეხეთის რესპუბლიკა), ბოგდან კლიხი (პოლონეთი), მიხაელ როთი (გერმანია), ჟიგიმანტას პავილიონისი (ლიეტუვა) და სებასტიან ტინკინენი (ფინეთი).
ევროპელი დიპლომატები თბილისში დღეს ჩამოვიდნენ. ისინი ოპოზიციის წარმომადგენლებს შეხვდნენ. საუბრის თემა რუსული კანონი და „ქართული ოცნების” ქმედებები იყო.
„ძვირფასო მთავრობავ და ძვირფასო მმართველო პარტიავ, შეაჩერეთ „უცხოური აგენტების“ კანონი. მე ვერ ვხედავ საქართველოსთვის ნათელი მომავლის რამე შანსს, თუ მთავრობა არ გაიწვევს ამ კანონს“, – ასე მიმართა საქართველოს მთავრობას გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაილ როთმა.
უცხოელი დიპლომატების თბილისში ვიზიტის პარალელურად, საპარლამენტო ჯგუფი „ხალხის ძალა“, აცხადებს, რომ „ხელისუფლებამ უნდა იმსჯელოს“, „იმსახურებენ თუ არა“ საქართველოს პარტნიორი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები და სხვა მაღალჩინოსნები ქვეყანაში შემოშვებას.
„ხალხის ძალა“ მათ „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებად მოიხსენიებს უწოდებს და ამბობს, რომ მათი მიზანი საქართველოში პროცესების რადიკალიზაციის ხელშეწყობა, პოლიტიკური პროცესისა და საზოგადოების პოლარიზება და რადიკალური ოპოზიციის მხარდაჭერაა.