სოციალურ საწარმოთა ალიანსი ევროკავშირის მხარდაჭერით 8 ნოემბერს სოციალური მეწარმეობის მე-12 ფორუმს გამართავს.
სოციალური მეწარმეობის ფორუმის მიზანია სოციალური მეწარმეობის კონცეფციის პოპულარიზაცია და სფეროში მიმდინარე სიახლეების გაცნობა.
ფორუმის ფარგლებში სოციალურ მეწარმეებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებთან დაამყარონ საქმიანი კავშირები.
ღონისძიება რამდენიმე საკითხსა და ფორმატს გააერთიანებს და მოსულ სტუმრებს საშუალებას მისცემს, იმსჯელონ სოციალური მეწარმეობის ეკოსისტემის განვითარებაზე.
ფორუმის ფინალური ნაწილი წლის სოციალური საწარმო 2023-ის გამოვლენას დაეთმობა.
7-წევრიანი ჟიურის გადაწყვეტილებით, ფინალისტი სოციალური საწარმოები თავისუფალი სივრცე, ედენა და იკორთა არიან.
გამარჯვებული მიიღებს წლის სოციალური საწარმოს სტატუსს და ფულად ჯილდოს საწარმოს განვითარებისთვის.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი ევროკავშირის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის – სოციალური მეწარმეობა მდგრადი და ინკლუზიური საზოგადოებისთვის ფარგლებში იმართება.
სოციალური მეწარმეობის ფორუმს და, ზოგადად, სოციალურ მეწარმეობას საქართველოში ევროკავშირი აქტიურად აძლიერებს და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს სფეროს განვითარებაში.
სოციალური მეწარმეობის ფორუმი 2012 წლიდან იმართება და ის ყოველწლიური ღონისძიებაა. 2017 წლიდან კი ფორუმზე წლის სოციალური საწარმო ვლინდება.
სოციალური მეწარმეობის ოქროს სპონსორი: Finance in Motion
ღონისძიების პარტნიორი: World Vision Georgia
ვერცხლის სპონსორები: Majorel Georgia, ალდაგი
ღონისძიების მხარდამჭერები: ისი-პარი, The Body Shop
მედია მხარდამჭერები: Business Research Group(www.brg.ge) ბიზნესპარტნიორი.