ევროკავშირში გაზსაცავები თითქმის სავსეა, ამიტომ ენერგეტიკული კომპანიები ჭარბ მარაგებს უკრაინაში ათავსებენ, რასაც ზამთრის თვეებში პიკური მოხმარების დროს გამოიყენებენ. ამის შესახებ Financial Times წერს.
ევროკავშირის ქვეყნებმა გაზსაცავები თითქმის 99%-ით შეივსეს, რაც აღემატება ბრიუსელის მიერ განსაზღვრულ სამიზნე დონეს.
ეს მიუთითებს, რომ წელს რეგიონში გაცილებით მეტი აირი ინახება, რაც ევროკავშირს უფრო დაცულს გახდის ენერგეტიკული შოკის მიმართ. თუმცა, როგორც FT წერს, ეს მაინც არ არის გარანტია, რომ კონტინენტს ექნება საკმარისი ენერგია, რაც მას მომავალი ზამთრისთვის სჭირდება.
ზამთარის სეზონისთვის ევროპაში გაზის დეფიციტის რისკი დაბალია, თუ არ მოხდება დაუგეგმავი შეფერხებები ან თუ არ იქნება გახანგრძლივებული ყინვები ევროპასა და აზიაში ერთდროულად.
ენერგოკომპანიები ბუნებრივი აირის შესანახად სულ უფრო ხშირად მიმართავენ უკრაინას, სადაც ევროპის უდიდესი საცავები მდებარეობს.
რუსეთის მხრიდან არსებული რისკების მიუხედავად, ისინი უკრაინაში აირს მაინც ამარაგებენ შენახვის იაფი ტარიფისა და საბაჟო გადასახადის მოხსნის გამო.
გაზსაცავები დასავლეთ უკრაინაში მდებარეობს, ფრონტის ხაზისგან შორს და ამჟამად იქ 2 მილიარდ კუბურ მეტრზე მეტი გაზია შენახული.