ევროპის ცენტრალური ბანკის (ECB) მიერ მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ევრობანკის პრეზიდენტმა კრისტინ ლაგარდმა განაცხადა, რომ ევროზონის ეკონომიკური პერსპექტივა „გაუარესდა”.
„ევროზონის უახლოესი ეკონომიკური პერსპექტივა გაუარესდა, ძირითადად, სუსტი შიდა მოთხოვნის და მაღალი ინფლაციის გამო,” – თქვა მან.
ლაგარდის შეფასებით, შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან რუსეთის გასვლა გააუარესებს ეკონომიკურ მდგომარეობას გლობალურად, რადგან მოსალოდნელია სურსათზე ფასების ზრდა, რაც ინფლაციის რისკს ქმნის.