ევროზონის ეკონომიკა 2024 წლის პირველ კვარტალში 0.3%-ით გაიზარდა, ხოლო წლიური ინფლაცია უცვლელი დარჩა და 2.4% შეადგინა. აპრილში წინა თვესთან შედარებით ფასებმა 0,6%-იანი ზრდა აჩვენა.
შენელებული ინფლაცია სავარაუდოდ, ევროპის ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის შერბილების საშუალებას მისცემს. ევრობანკმა განაკვეთის შესახებ გადაწყვეტილება ივნისში უნდა მიიღოს.
წლიური ინფლაციის მაჩვენებელი, რომელშიც არ შედის ენერგეტიკული და სასურსათო პროდუქტების ფასები, აპრილში ოდნავ შემცირდა – 2.7%-მდე(მარტში 2.9% იყო).
ევროზონის ქვეყნებში წლიური ინფლაციის დონე აპრილში ასე გამოიყურება:
- ბელგიაში 4,9%;
- ხორვატიაში 4,7%;
- ავსტრია 3,4%
- ესპანეთი 3,4%;
- ესტონეთი 3,3%;
- საბერძნეთი 3,2%;
- გერმანია 2.4%;
- საფრანგეთი 2.4%;
- პორტუგალია 2,3%;
- ირლანდია 1,6%;
- ლატვია 1,1%;
- იტალია 1%;
- ფინეთის 0.6%;
- ლიეტუვა 0.4%
თუ მაისშიც თვიური ინფლაცია ამ დონეზე შენარჩუნდება, შეიძლება ევრობანკმა ფრთხილი პოლიტიკა გააგრძელოს და რეფინანსირების განაკვეთების შემცირება შეაჩეროს.
რაც შეეხება ეკონომიკურ ზრდას, ევროზონაში მშპ-ს მაჩვენებლით ირლანდია ლიდერობს, სადაც პირველ კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, მშპ 1.1%-ით გაიზარდა. მას მოჰყვებიან ლატვია, ლიტვა და უნგრეთი, ყველა +0.8%-იანი ეკონომიკური ზრდით. შვედეთი იყო ერთადერთი ქვეყანა, სადაც წინა კვარტალთან შედარებით -0.1%-იანი კლება დაფიქსირდა.
გერმანიის ეკონომიკა პირველ კვარტალში 0,2%-ით გაიზარდა, წინა კვარტალში 0,5%-იანი შემცირების შემდეგ.
იტალიის ეკონომიკა პირველ კვარტალში გაიზარდა 0.3%-ით.
საფრანგეთის მშპ 0,2%-ით გაიზარდა.