ევროზონაში სამომხმარებლო ფასები მაისში წლიურად 2,6%-ით გაიზარდა. მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს. ერთი წლით ადრე ეს მაჩვენებელი 6.1%-ს შეადგენდა.
ინფლაციის მაჩვენებელში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა მომსახურების ფასებმა (+1,83 პროცენტული პუნქტი), შემდეგ მოდის საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო (+0,51 pp), სამრეწველო საქონელი (+0,18 pp) და ენერგომატარებლები(+0.04 pp).
ანგარიშში ნათქვამია, რომ მაისში მომსახურების ფასები გაიზარდა 4.1%-ით, აპრილის 3.7%-დან.
ამასთან, სურსათზე, ალკოჰოლსა და თამბაქოს პროდუქტებზე ფასების ზრდა შენელდა 2,6%-მდე 2,8%-დან, სამრეწველო პროდუქტებზე – 0,7%-მდე დაიწია 0,9%-დან. ელექტროენერგიის ფასები 0,3%-ით გაიზარდა.