ევროზონაში ინფლაციამ მოიმატა, რაც ევროპის ცენტრალური ბანკს აიძულებს, საპროცენტო განაკვეთები რეკორდულად მაღალ დონეზე შეინარჩუნოს.
ევროზონის 20 ქვეყნის ინფლაციის საერთო მაჩვენებელმა დეკემბერში 2,9%-მდე მოიმატა (ნოემბერში 2,4% შეადგინა).
მონაცემები ემთხვევა ევრობანკის პროგნოზს, რომლის თანახმად, ინფლაცია მიმდინარე წლის განმავლობაში 2.5%-დან 3%-მდე დიაპაზონში იქნება, რაც 2%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს ბევრად აღემატება.
ფასების ზრდას ყველაზე დიდ ბიძგს გეოპოლიტიკური დაძაბულობა აძლევს. ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების პროგნოზირება სულ უფრო რთული ხდება. სუეცის არხის გავლით მიწოდების შეფერხებამ კი ტრანსპორტირების ხარჯები გაზარდა.
ეს თავისთავად გადამწყვეტი ფაქტორი არ არის ფასებისთვის, მაგრამ ინფლაციაზე მაინც იმოქმედებს თუ ევროპაში საქონლის მიწოდებას დიდი დრო დასჭირდება და ბაზარზე დეფიციტი შეიქმნება.