ევროსტატის წინასწარი შეფასებით, 2024 წლის სექტემბერში ევროზონის ქვეყნებში წლიური ინფლაცია 1,8%-მდე შემცირდა, რაც მინიმუმალური მაჩვენებელია 2021 წლის აპრილის შემდეგ. ფასების დონე შემცირებულია აგვისტოსთან შედარებითაც, როცა წლიურმა ინფლაციამ 2,2% შეადგინა.
ინფლაცია ახლა ევრობანკის მიზნობრივ მაჩვენებელზე 2%-ზე დაბალია, რაც მონეტარული პოლიტიკის კიდევ უფრო შერბილების ალბათობას ზრდის. თუმვა ევრობანკი მოელის, რომ ინფლაცია კვლავ გაიზრდება 2024 წლის მეორე ნახევარში, ნაწილობრივ ენერგომატარებლების მოსალოდნელი გაძვირების გამო.
სექტემბერში ფასების ზრდაში ყველაზე დიდი წვლილი უკავია სერვისებს, რომელმაც სექტემბერში 4.0%-იანი ზრდა აჩვენა. მას მოჰყვება საკვები, ალკოჰოლი და თამბაქო (2.4%, აგვისტოს 2.3%-თან შედარებით), არაენერგეტიკული სამრეწველო საქონელი (0.4%, სტაბილურია აგვისტოსთან შედარებით) და ენერგეტიკა (-6.0%, აგვისტოს -3.0%-თან შედარებით).
სექტემბერში ფასები ყველაზე მეტად ბელგიაში გაიზარდა 4,5%-ით, ნიდერლანდებში ინფლაციამ 3,3% შეადგინა, ესტონეთში 3,2%, საბერძნეთში 3%. გერმანიაში 1,8%-მდე შემცირდა, ესპანეთში 1,7% შეადგინა, იტალიაში ფასები 0,8%-ით გაიზარდა(აგვისტოში 1,2% იყო), საფრანგეთში 1,5% შეადგინა(აგვისტოში 2,2% დაფიქსირდა) ყველაზე დაბალი ინფლაცია იყო ირლანდიაში 0,2%.