ევროპის ცენტრალურმა ბანკმა, როგორც მოსალოდნელი იყო, მონეტარული პოლიტიკა შეარბილა. ეს პირველი შემცირებაა, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში.
სამივე ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით შემცირდა.
დაკრედიტების საბაზო განაკვეთი ახლა 4.25%-ია, ხოლო სადეპოზიტო განაკვეთი 3.75%.
ამგვარად ევრობანკის მმართველი საბჭო ამგვარად ცდილობს მიაღწიოს ინფლაციის შენელებას. მისი სამიზნე განაკვეთი 2%ია. ბანკის განცხადებაში ნათქვამია, რომ „რეფინანსირების ძირითადი განაკვეთები მაღალი დარჩება მანამ, სანამ საჭირო იქნება ამ მიზნის მისაღწევად”.
ევრობანკის მენეჯმენტი ასევე ამბობს, რომ მათ არ აქვთ წინასწარ განსაზღვრული გეგმა, რა მაჩვენებელზე იქნება კონკრეტული განაკვეთი.
„გადაწყვეტილებები დაფუძნებული იქნება ეკონომიკური და ფინანსური მონაცემებისა და ინფლაციის დინამიკის გათვალისწინებით“, – ნათქვამია პრესრელიზში.