ევროპის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 0,25%-ით, 4.0%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 1999 წელს ევროს გამოშვების შემდეგ.
უწყება ვარაუდობს, რომ ინფლაცია თანდათან დაიწევს 2%-იან სამიზნე მაჩვენებლამდე და ამას ორი წელი დასჭირდება. ამავდროულად, ევრობანკი ეკონომიკური ზრდის მოლოდინსაც შეამცირებს.
ევრობანკი დილემის წინაშე დადგა – ევროზონაში ფასები კვლავ იზრდება და ის 2-ჯერ აღემატება სამიზნე მაჩვენებელს. გაზრდილია საკრედიტო ხარჯები; ენერგორესურსებზე ფასებმა ზრდა დაიწყო, რაც ინფლაციის დაჩქარების საფრთხეს ქმნის.
ამ ფონზე ევრობანკმა პროცენტის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.
ბანკის მმართველი საბჭო მიიჩნევს, რომ რეკორდულად მაღალი განაკვეთის პირობებში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებლამდე უფრო სწრაფად დაიწევს.