TBC Capital-ის მთავარი ეკონომისტის შეფასებით, 2023 წელი დოლარისა და დიდ წილად ევროს განაკვეთების პიკიც იქნება.
ეს, დიდი ალბათობით, ადგილობრივ ბაზარზე დოლარის დეპოზიტების განაკვეთებსაც შეეხება.
მაგრამ საერთაშორისო ბაზრებთან შედარებით, მატება შედარებით ნაკლები იქნება.
რაც შეეხება შემცირებას, მთავარი ეკონომისტის აზრით, სავარაუდოდ, დეპოზიტებზე განაკვეთების შემცირება მომდევნო წლის მიწურულს, შეერთებული შტატების ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ მონეტარული პოლიტიკის შერბილების დაწყებიდან 6-დან 12 თვემდე პერიოდში დაიწყება.
ევროს დეპოზიტების წილი საქართველოში, დაკრედიტებისაგან განსხვავებით, ძალზე მცირეა. TBC Capital-ის აზრით, ამ შემთხვევაშიც დაახლოებით მსგავსი დინამიკა იქნება.