დიდ ბრიტანეთში ბოლო პერიოდში ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ სუპერმარკეტებში ზოგიერთ პროდუქტს არაპროპორციულად მაღალი ინფლაცია შეეხო.
სურსათზე ფასების ზრდა განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, სასოფლო-სამეურნეო მარაგების, ენერგიისა და სამუშაო ძალის ღირებულების ზრდით.
მთლიანობაში 2021 წლის ივნისიდან 2023 წლის ივნისამდე საკვებისა და სასმლის ხარჯები საშუალოდ 25.8%-ით გაიზარდა.
ერთ-ერთი ყველაზე დიდი ევროპული კვლევითი ორგანიზაციის – Which-ის კვლევით, ზოგიერთი საკვები პროდუქტის ღირებულება ბრიტანეთში 2021 წლიდან 175%-ით არის გაზრდილი.
ორგანიზაციამ შეამოწმა სურსათისა და სასმლის 21 000-ზე მეტი სახეობის ფასები სუპერმარკეტების რვა დიდ ქსელში, მათ შორის, Tesco-სა და Lidl-ში.
Trussell Trust-ის ახალი ანგარიშის მიხედვით, თერთმეტ მილიონზე მეტი ადამიანი, ანუ ყოველი მეშვიდე ადამიანი დიდ ბრიტანეთში, გასულ წელს შიმშილობდა ფინანსური სახსრების ნაკლებობის გამო.
გაერთიანებულ სამეფოს მოსახლეობა ქვეყნის ხელისუფლებას საკვების გაძვირების წინააღმდეგ დაუყოვნებლივი ზომების მიღებას სთხოვს.
გასულ თვეში საფრანგეთის მთავრობამ მიიღო გარანტია 75-მდე კომპანიისგან, რომ ფასებს შეამცირებს ასობით დასახელების პროდუქტზე.
ფასების სავალდებულო შემცირება საცალო ქსელებისგან უნგრეთის მთავრობამაც მოითხოვა. ხოლო დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ მხოლოდ შეშფოთება გამოხატა სურსათზე ფასების გაზრდის გამო, მაგრამ ფასების კონტროლის გადაწყვეტილება არ მიუღია.