დიდი ბრიტანეთის რითეილის კონსორციუმი (BRC), რომელიც აერთიანებს 5 ათას საცალო მოვაჭრეს, მათ შორის სუპერმარკეტებს, აცხადებს, რომ სამომხმარებლო ფასები აპრილში 8.8%-ით გაიზარდა.
განსაკუთრებით გაძვირდა სურსათი. ფასებმა საკვებ პროდუქტებზე, ბოლო ერთი წლის განმავლობაში, რეკორდულად, 15,7%-ით მოიმატა.
ინფლაცია ძირითადად გამოიწვია ყავისა და მზა საკვების გაძვირებამ. სამაგიეროდ, კარაქსა და მცენარეულ ზეთზე ფასები შემცირდა. გაიაფდა ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ავეჯიც.
რითეილის კონსორციუმი სამომავლოდ ფასებთან დაკავშირებით პოზიტიურ პროგნოზს აკეთებს.
„სურსათზე ფასების კლება უახლოეს თვეებში გამოჩნდება, რადგან საბითუმო ფასები მცირდება და მოსალოდნელია, რომ სხვა ხარჯებიც დაიკლებს,” – თქვა BRC-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰელენ დიკინსონმა.