საქსტატის თანახმად, 2024 წლის დეკემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 0.7%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 1.9% შეადგინა. წინა წლის დეკემბერში ინფლაცია 0,4% იყო.
რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2024 წლის დეკემბერში, გასული
წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური
საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი ასევე 2.3%-ით განისაზღვრა.
წლიური ინფლაციაზე ძირითადი გავლენა ჰქონდა ფასების ცვლილებას შემდეგ
ჯგუფებზე:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 3.6%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 1.18 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე:
-ბოსტნეული და ბაღჩეული- (15.7%), ზეთი და ცხიმი (10.1%), ყავა, ჩაი და კაკაო (8.8%),
შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (6.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო
სასმელები და ნატურალური წვენები (5.5%), თევზეული (4.8%), ხორცი და ხორცის
პროდუქტები (1.3%), პური და პურპროდუქტები (0.3%).
–ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (-0.7%), რძე, ყველი და კვერცხი (-0.6%);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 5.9%-ით, რაც წლიურ
ინფლაციაზე 0.4 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ
სასმელებზე (9.2%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.0%);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 3.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
0.35 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და
მოწყობილობის (4.5%), ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (3.8%) და
საავადმყოფოების მომსახურების (1%) ქვეჯგუფებზე;
სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.4%-ით, რაც 0.33
პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი
ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (23.3%), დაზღვევა (12.9%), საფინანსო მომსახურება (4.5%), პირადი ჰიგიენა (3.1%);
კავშირგაბმულობა: ჯგუფში ფასები შემცირებულია 12.7%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე
-0.47 პროცენტული პუნქტით აისახა;
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 3.2%-იანი
კლება, რაც -0.27 პროცენტული პუნქტით აისახა წლიურ ინფლაციაზე. ფასები შემცირდა
ქვეჯგუფებზე: ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები (-5.3%) და ფაქტიური
გადასახადი საცხოვრებელზე (-0.7%). ამასთან, ფასები მომატებულია საცხოვრებლის მიმდინარე მოვლასა და შეკეთებაზე (5.7%).