საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, დეკემბერში ნაღდ ფულზე მოთხოვნა 326 მლნ ლარით გაიზარდა და მიმოქცევაში ფულის მასამ 6.6 მილიარდი ლარი შეადგინა.
ბოლო თვეების სტატისტიკა აჩვენებს, რომ ამ მხრივ, ბაზარი ცვალებადია. კერძოდ, ნოემბერში მიმოქცევაში ლარის მასა დაახლოებით 180 მლნ-ით შემცირდა, ოქტომბერში ასევე 105 მლნ. ლარით კლება აღინიშნა.
დეკემბერში სისტემას, ყველაზე მეტი, 740 მლნ ლარის ლიკვიდობა მოაკლდა, მათ შორის, მთავრობის ოპერაციებით, 1.2 მლრდ. ლარზე მეტი.
სამაგიეროდ, საბანკო სისტემას დეკემბერში რეფინანსირების სესხების სახით ₾500 მილიონის ლიკვიდობა მიეწოდა და ჯამში ₾4.45 მლრდ-მდე გაიზარდა. ერთდღიანი სესხების ნაშთი კი შემცირდა ₾82 მილიონით, 2.1 მლრდ. ლარამდე.
მიმოქცევაში ლარის მასაზე გავლენას ახდენს Bmatch-ზე ვაჭრობაც.