2023 წლის აგვისტოში თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარზე გაყიდვები სტაბილური იყო. თუმცა, წინა წელთან შედარებით ტრანზაქციები შემცირებულია.
აგვისტოში გაყიდული ბინების რიცხვი საკმაოდ მაღალი იყო. სულ თვის განმავლობაში 3 287 ტრანზაქცია დაფიქსირდა, რაც 2022 წლის აგვისტოს მაჩვენებელზე 6%-ით ნაკლებია (ივლისის თვესთან უცვლელი დარჩა).
საშუალო გასაყიდი ფასი ივლისის თვესთან შედარებით არ შეცვლილა და 1,161 $/კვ.მ შეადგინა, ხოლო წლიურ ჭრილში 19%-ით გაიზარდა.
TBC Capital-ის უძრავი ქონების კვლევამ აჩვენა, რომ თბილისში საცხოვრებელი უძრავი ქონების ამონაგები 11,2%-ს გაუტოლდა და წლიურად 1,5%-ით გაიზარდა.
ახალი ბინები & ძველი ბინები
აგვისტოში სულ თბილისში 630 ახალი ბინა გაიყიდა, რაც 7%-ით ჩამორჩება ივლისის გაყიდვებს, ხოლო 2022 წლის აგვისტოსთან შედარებით, 14%-ით არის შემცირებული. მათი წილი მთლიან გაყიდვებში 19%-მდე არის შემცირებული.
რაც შეეხება ძველ ბინებს, სულ აგვისტოში 2657 ასეთი ბინა გაიყიდა და ივლისის დონეზე დარჩა. ხოლო წინა წლის აგვისტოსთან შედარებით, 4%-იანი კლება დაფიქსირდა.
საშუალო გასაყიდი ფასი წლიურ ჭრილში გაიზარდა როგორ ახალი (+14%), ასევე ძველი ბინების შემთხვევაში (+20%).
ხოლო თვიურ ჭრილში ახალი ბინების ფასმა 8%-ით იკლო, ძველი ბინების კი თითქმის უცვლელი დარჩა(+1%).