ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგი ტრადიციულად Airline Ratings-მა შეადგინა.
რეიტინგის შესაქმნელად ავიასფეროს სპეციალისტებმა ერთმანეთს ასობით ავიაკომპანიის უსაფრთხოების მაჩვენებლები შეადარეს და ათზე მეტი კრიტერიუმი გაითვალისწინეს, მათ შორის დაითვალეს სერიოზული ინციდენტების შემთხვევები, ავარიები, აუდიტის შედეგები, მომგებიანობა, უსაფრთხოების ინიციატივები, მფრინავების მომზადება და სხვა.
შეფასება არ მოიცავდა ისეთ საკითხებს, როგორიცაა ფრინველების დაჯახება, ტურბულენტობის შედეგად გამოწვეული დაზიანებები და ელვის დარტყმა, რადგან ავიაკომპანია ვერ აკონტროლებს ასეთ მოვლენებს.
2023 წლის შედეგების მიხედვით, მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიად ახალი ზელანდიის უმსხვილესი ავიაკომპანია Air New Zealand დასახელდა. ავიაკომპანიამ უსაფრთხოების საკითხებში ყველაზე დიდ წარმატებას მიაღწია. მას მხედველობიდან უმცირესი დეტალებიც კი არ გამორჩენია.
ყველაზე უსაფრთხო გადამზიდავების ათეული ასეთია:
-
Air New Zealand
-
Qantas (ავსტრალიის უდიდესი ავიაკომპანია)
-
Virgin Australia (ავსტრალია)
-
Etihad Airways (UAE)
-
Qatar Airways (კატარი)
-
Emirates (არაბეთის ემირატები)
-
All Nippon Airways (იაპონია)
-
Finnair (ფინეთი)
-
Cathay Pacific Airways (ჰონგ-კონგი)
-
Alaska Airlines (აშშ)
ასევე უსაფრთხოდ ითვლება: SAS, British Airways, Turkish Airlines, TAP Air Portugal, Lufthansa/Swiss Group, American Airlines, Air France, Air Canada Group და United Airlines.
რაც შეეხება ყველაზე უსაფრთხო დაბალბიუჯეტიან ავიაკომპანიებს, TOP 10 ასე გამოიყურება:
-
Jetstar (ავსტრალია)
-
easyJet(ბრიტანეთი)
-
Ryanair (ირლანდია)
-
Wizz Air (უნგრეთი)
-
Norwegian (ნორვეგია)
-
Frontier (აშშ)
-
Vueling (ესპანეთი)
-
Vietjet (ვიეტნამი)
-
Southwest (აშშ)
-
Volaris (მექსიკა)
TOP 20-ში ასევე მოხვდნენ: Flydubai, AirAsia Group, Air Arabia და Eurowings.