საქსტატმა 2023 წელს საქართველოში განხორიელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მაჩვენებელი დააზუსტა. დაზუსტებული სტატისტიკის თანახმად, ინვესტიციების მოცულობამ გასულ წელს $1,902.2 მილიარდი შეადგინა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს
19.3%-ით აღემატება.
მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 83.7%-ს რეინვესტიცია შეადგენდა.
2023 წელს სამი უმსხვილესი სექტორის წილმა (განხორციელებული პირდაპირი უცხოური
ინვესტიციების მიხედვით) 63.1% შეადგინა.
ყველაზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობების სექტორში განხორციელდა და $583.6 მლნ, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 30.7%-ია. მეორე ადგილზე იმყოფება ვაჭრობის სექტორი $314.3 მლნ-ით (16.5%), ხოლო მესამეზე – დამამუშავებელი მრეწველობის სექტორი $301.5 მლნ-ით (15.9%).