Google-ის ინჟინერმა ფარულად მოიპარა AI ტექნოლოგია ჩინურ კომპანიაში – აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტში მუშაობის დროს
Google-ის ინჟინერს ლინგვეი დინგს შეიძლება დაეკისროს $250,000-მდე ჯარიმა და 10 წლიანი პატიმრობა. ის კომპანიის კონფიდენციალური მასალების ფარულად ჩამოტვირთვაშია ეჭვმიტანილი. ამის შესახებ Business Insider წერს.
38 წლის ინჟინერს ხელოვნური ინტელექტის ტექნოლოგიის ქურდობაში ბრალს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტი სდებს. საუბარია 500-ზე მეტ ფაილზე, რომელზეც დატანილია ინფორმაცია Google-ის მიერ AI-ის გამოყენების შესახებ.
ოფიციალური პირების თქმით, ლინვეი დინმა, რომელიც ოთხშაბათს დააკავეს, ინფორმაცია ჩინურ კომპანიებს გადასცა.
დინგი Google-ს 2019 წელს შეუერთდა. მას ჰქონდა წვდომა კონფიდენციალურ ინფორმაციაზე ხელოვნური ინტელექტის შესახებ.
პროკურორების თქმით, დაახლოებით სპეციალისტმა 2022 წლის ივნისში დაიწყო თანამშრომლობა ჩინურ კომპანიასთან, რომელმაც მას ხელფასის სახით, თვეში $14000-ზე მეტი შესთავაზა.
ამის შემდეგ დინგმა საკუთარი სტარტაპი შექმნა, ისე, რომ Google-მა ამის შესახებ არ იცოდა.