საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა ერთ-ერთი კომპანიის სამი ხელმძღვანელი პირი, რომლებმაც ავტომანქანების დაპირების სანაცვლოდ, მოქალაქეებისგან დიდი ოდენობით თანხები მიითვისეს.
სამსახურის მიერ გატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომელთა სამეწარმეო საქმიანობის სფეროს წარმოადგენდა ავტომანქანების ყიდვა-გაყიდვა, მოქალაქეებისგან მიიღეს ჯამში 568 120 ლარი, რომლითაც უნდა შეეძინათ ავტომანქანები და ჩამოეყვანათ საქართველოში.
ამის ნაცვლად, ბრალდებულებმა მიღებული თანხები გაფლანგეს და არამიზნობრივად გახარჯეს.
ამავე დროს, მოქალაქეებთან არსებული და მოსალოდნელი ვალდებულებისთვის თავის არიდების მიზნით, ბრალდებულებმა მოჩვენებითი გარიგებით გადამალეს კომპანიის საკუთრებაში არსებული დიდი ოდენობით, დაახლოებით 740 000 ლარის ღირებულების ქონება, რათა დაზარალებულებს არ ჰქონოდათ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესაძლებლობა.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე და 205-ე პრიმა მუხლებით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11 წლამდე ვადით.