Galt&Taggart-ის მონაცემებით, 2023 წელს გუდაურში 378 ბინა გაიყიდა, რაც წლიურად 27%-იანი კლებაა(2022 წლის რეკორდულად მაღალი ბაზის გამო).
გუდაურში ამჟამად 6 საცხოვრებელი პროექტის გაყიდვები მიმდინარეობს.
2023 წელს, გუდაურისთვის დამახასიათებელი ტენდენციის შესაბამისად, მცირე ზომის ბინებმა (26-50 მ2 ) მთლიანი გაყიდვების 87.4% შეადგინა.
გუდაურში გაყიდული ბინების რაოდენობა წლიურად
ამასთანავე, გაყიდული ბინების თითქმის ნახევარი მაღალი ფასის სეგმენტიდან იყო ($1,200-1,500/მ 2 ).
2023 წლის ბოლოს გუდაურში ბინების საშუალო შეწონილი ფასი წლიურად 3.5%-ით შემცირდა. გუდაურში გაყიდული ბინების ჯამურმა ღირებულებამ $18.8 მილიონი შეადგინა, რაც წლიურად 26%-იანი კლებაა.