გერმანია მოუწოდებს კომპანიებს, შეამცირონ თავიანთი დამოკიდებულება პეკინზე, რათა თავიდან აიცილონ მოსალოდნელი რისკები.
საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა სტრატეგია, რომელიც ასახავს გერმანიის მიდგომას ჩინეთის მიმართ.
სტრატეგიის საბოლოო ტექსტი ოლაფ შოლცის ადმინისტრაციასთან შეათანხმეს.
სტრატეგიის ავტორმა გააკრიტიკა ჩინეთი ადამიანის უფლებების სავარაუდო დარღვევისთვის და ურჩია კომპანიებს, არ დაუშვან პეკინზე ზედმეტად დამოკიდებულება.
Mercedes-Benz-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ჩინეთის ბაზრის მიტოვება დიდ რისკს შეუქმნის გერმანიის ავტოინდუსტრიას. ის აისახება კომპანიის ფინანსურ მაჩვენებლებში, რომლის გაყიდვების 37% და შემოსავლების 18% 2022 წელს ჩინეთის ბაზარზე მოდიოდა. პრეზიდენტის პროგნოზით, ეს რიცხვები კიდევ უფრო გაიზრდება უახლოეს წლებში.
ჩინეთის ელჩმა ბერლინში, იანვარში მიანიშნა, რომ გერმანიის სტრატეგიამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას მსოფლიოს მეორე და მეოთხე უმსხვილეს ეკონომიკებს შორის თანამშრომლობას.