ანალიტიკოსების აზრით, მზარდმა გეოპოლიტიკურმა რისკებმა შესაძლოა, გაზარდოს ისეთი აქტივების შესყიდვა, როგორიცაა ოქრო და დოლარი.
ისრაელის ომის გამო ინვესტორები დაიწყებენ ფულის გადატანას ისეთ უსაფრთხო აქტივებში, როგორიცაა ოქრო და დოლარი. ამან შეიძლება პოტენციურად გაზარდოს მოთხოვნა ამერიკულ ვალუტაზე.
ყოველთვის, როცა საერთაშორისო არეულობა ხდება, დოლარი ძლიერდება. ოქროში ინვესტირება კი ტრადიციულად რისკებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალებაა.
სადამდე გაიზრდება მათი ფასი, იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენ ხანს გაგრძელდება კონფლიქტი და ჩაერევიან თუ არა სხვა ქვეყნებიც.
2023 წლის 7 ოქტომბერს ჰამასის მებრძოლებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართ მასიური სარაკეტო შეტევა განახორციელეს და 2000-ზე მეტი რაკეტა გაისროლეს.