საქსტატის თანახმად, 2023 წლის IV კვარტალში ბიზნეს სექტორში ყველაზე მაღალი წლიური ზრდა განათლების სფეროში დაფიქსირდა. აღნიშნულ სექტორში ზრდის მაჩვენებელი ყველაზე მაღალი იყო როგორც ბრუნვის, ასევე გამოშვებული პროდუქციის მიხედვით.
2023 წლის IV კვარტალში გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით განათლების სექტორის ბრუნვამ 43,3%-ით მოიმატა და 226,2 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება გამოშვებული პროდუქციის მოცულობას, ამ შემთხვევაშიც განათლების სექტორს ყველაზე მაღალი 42,4%-იანი ზრდა ჰქონდა და 235,3 მილიონ ლარს შეადგენდა.
ამ სექტორში ზრდა ძირითადად განაპირობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რაოდენობის ზრდამ, რაც 2023 წელს 177,8 ათასი შეადგინა(161,3 ათასი 2022 წელს). 22.5 %-ით არის გაზრდილი უცხოელ სტუდენტთა რიცხვი და 30,701 ათასს შეადგენს ანუ სტუდენტების თითქმის მეხუთედი უცხოელია.
წინა კვარტალში ასეთი ზრდის მიუხედავად, განათლების სექტორი, აღნიშნული მაჩვენებლებით, კვლავაც ერთ-ერთ ბოლო ადგილს იკავებს ბიზნეს სექტორებს შორის. მას მხოლოდ წყალმომარაგება, კანალიზაცია ნარჩენების მართვა და დაბინძურებისაგან გასუფთავების საქმიანობები ჩამორჩება.
რაც შეეხება ლიდერებს, ბიზნეს სექტორის ბრუნვის მოცულობაში ყველაზე დიდი წილის ვაჭრობის სექტორს(37,6%) და ასევე, ხელოვნება, გართობა და დასვენებას(32,2%) უკავია.
პროდუქციის გამოშვებაში კი 1-2 ადგილებს ვაჭრობა (20.2%) და მშენებლობა (19.5%) იკავებენ.
2023 წლის IV კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მთლიანი ბიზნეს სექტორის ბრუნვა 9.1%-ით გაიზარდა და 56.4 მილიარდი ლარი შეადგინა.