TBC Capital– ის მთავარი ეკონომისტის პროგნოზით, გაზრდილია იმის ალბათობა, რომ დეკემბრის სხდომაზე ეროვნული ბანკი რეფინანსირების განაკვეთს 25 საბაზისო პუნქტით შეამცირებს. აღსანიშნავია, რომ ადრინდელი პროგნოზი, განაკვეთის 8%-იან ნიშნულზე უცვლელად დატოვებას ითვალისწინებდა.
მისივე შეფასებით, ამჯერად მონეტარული პოლიტიკის შერბილების ალბათობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც ლარზე დამატებითი ზეწოლა მიილია და აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ საპროცენტო განაკვეთი შეამცირა.
ამჟამად რეფინანსირების განაკვეთი 8%-ს შეადგენს. საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2024 წლის 23 ოქტომბრის სხდომაზე მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის (რეფინანსირების განაკვეთი) უცვლელად დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.