2023 წელი პროკრედიტ ბანკმა 117,702 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის მაჩვენებელთან შედარებით 4 მლნ ლარზე მეტია. (2022 წელი – 113,375 მლნ ლარი).
როგორც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, საანგარიშო პერიოდში 12,357 მლნ ლარის შემოსავალი მიიღო პროკრედიტმა საკომისიოების სახით, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 900 ათასი ლარით ნაკლებია.
ამასთან, პროკრედიტ ბანკის 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, გასული წელი 43,748 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, ეს კი 2022-თან შედარებით ერთი მილიონი ლარით ნაკლებია.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით პროკრედიტ ბანკის აქტივები შეადგენს 1,8 მლრდ ლარის, ვალდებულებები კი 1,502 მლრდ ლარს.