2023 წელი „ბანკი ქართუმ“ 29,739 მლნ ლარის წმინდა მოგებით დახურა, ეს კი 2022-თან შედარებით 3 მლნ ლარზე მეტია, იმ წელს ბანკის წმინდა მოგება 26,631 მლნ ლარი იყო – ამის შესახებ აღნიშნულია ქართუ ბანკის 2023 წლის ფინანსურ ანგარიშგებაში.
ამასთან, როგორც ბანკის ფინანსურ ანგარიშგებაშია მითითებული, საანგარიშო პერიოდში „ქართუმ“ 97,553 მლნ ლარის საპროცენტო შემოსავალი მიიღო, რაც 2022 წელთან შედარებით თითქმის 11 მლნ ლარით მეტია (86,813 მლნ ლარი – 2022 წელს).
საკომოსიო შემოსავალი კი 2022 წლის 16,338 მლნ ლარიდან გასულ წელს 7,664 მლნ ლარამდე შემცირდა.
ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით „ბანკი ქართუს“ აქტივები შეადგენს 2,092 მლრდ ლარს, ვალდებულებები კი 1,685 მლრდ ლარს.
ქართუ ბანკი ბაზარზე 1996 წლიდან ოპერირებს. მაშინ ბანკს ეწოდებოდა „როსიისკი კრედიტი-ქართუ“. 1998 წლიდან კი „ბანკი ქართუ“ ეწოდა.