“გაზპრომის” აქციები მოსკოვის ბირჟაზე 106 რუბლამდე დაეცა. რუსული კომპანიის აქციების ფასი ასეთი დაბალი 2009 წლის შემდეგ არ ყოფილა.
დაახლოებით 2 კვირის წინ, დოლართან მიმართებაში რუბლის კურსის დაცემის გამო, გაზპრომის აქციები თითქმის $1-მდე დაეცა.
აქციების ვარდნა დაახლოებით ერთი კვირის წინ დაიწყო, მას შემდეგ რაც ევროკომისიამ გამოაცხადა, რომ ევროკავშირი მზად არის, შეწყვიტოს რუსული გაზის ტრანზიტი და ამის გამო ფასების მნიშვნელოვან ზრდას არ ელოდება, რადგან მიწოდების ალტერნატიული წყაროები მოძიებული აქვს.