კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა მაჯედ ბინ მუჰამედ ალ-ანსარიმ თქვა, რომ კატარიდან ბუნებრივი აირის ევროპაში ექსპორტი, სირიისა და თურქეთის გავლით, უბრალო ჭორებია.
“ეს სხვა არაფერია, თუ არა მედიის სპეკულაცია”, – თქვა მან.
მისი თქმით, კატარის პრიორიტეტს წარმოადგენს სირიაში სტაბილურობის შენარჩუნება და მისი ხალხის დახმარება, რომლებიც ენერგოდეფიციტს განიცდიან.
„გადაწყვეტილი გვაქვს, სირიელ ხალხს გავუწიოთ ჰუმანიტარული და ტექნიკური დახმარება, როგორც ეს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტის შემთხვევაშია. ასევე განვიხილოთ ყველა სახის ტექნიკური დახმარება [აღადგინოს] ინფრასტრუქტურა“, დასძინა ალ-ანსარმა.
კატარ-თურქეთის გაზსადენის(თურქეთში ის უნდა დაკავშირდებოდა Nabucco-ს მილსადენს, რაც საშუალებას მისცემს ბუნებრივი აირის ტრანსპორტირებას ევროპის ბაზრებზე) მშენებლობის იდეა 2009 წლიდან განიხილება, მაგრამ ანკარას თქმით, მის განხორციელებას სირიის წინა ხელისუფლება ბლოკავდა.
4 იანვარს თურქეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა განაცხადა, რომ კატარის გაზი შეიძლება თურქეთის გავლით ევროპაში მოხვდეს, იმ პირობით, რომ სირიაში სატრანსპორტო სისტემა უსაფრთხო იქნება და რეგიონი სტაბილურობას მიაღწევს.
კატარი ბუნებრივი აირის მარაგების სიდიდით მესამე ქვეყანაა და მეექვსე უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში. კატარი 2024 წლის ნოემბერში თხევადი ბუნებრივი აირის სიდიდით მესამე ექსპორტიორი გახდა. ის მხოლოდ შეერთებულ შტატებსა და ავსტრალიას ჩამორჩება.
კატარი და თურქეთი სირიას ელექტროენერგიის მწარმოებელი გემებით მიაწოდებენ, რათა აღმოიფხვრას ენერგო დეფიციტი(ელექტროენერგია დღე-ღამეში ორი-სამი საათის განმავლობაშია), რომელიც ბაშარ ალ-ასადის დროს ინფრასტრუქტურის დაზიანებამ გამოიწვია.
შეერთებულმა შტატებმა ორშაბათს გამოაცხადა, რომ სირიიდან ენერგეტიკულ ტრანზაქციებს და პირად ფულად გზავნილებს სანქციებისგან ექვსი თვით ათავისუფლებს, რაც მიზნად ისახავს ჰუმანიტარული დახმარების ხელშეწყობას.