8 აპრილის 00:00 საათიდან ბულგარეთის პორტები რუსული გემებისთვის დაიხურება.
საზღვაო და მდინარის პორტებში შესვლა აეკრძალება ყველა იმ გემს, რომლებსაც აქვთ რუსეთის ლიცენზია, მიუხედავად იმისა, რომელი ქვეყნის დროშით დაცურავენ. ინფორმაციას ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაცია ავრცელებს.
ბულგარეთის საზღვაო ადმინისტრაციამ განმარტა, რომ აკრძალვა შემოღებულია ევროკავშირის No. 2022/1904 რეგლამენტის შესაბამისად, რომელიც რუსეთის მიმართ შემაკავებელი ზომების გატარებას ითვალისწინებს.
2022 წლის აპრილიდან რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს რუმინეთმაც აუკრძალა შესვლა ბურგასის, ვარნას და სხვა რუმინულ პორტებში.
აკრძალვა ასევე ეხება გემებს, რომლებმაც 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ შეცვალეს რუსეთის დროშა ან დარეგისტრირდნენ რომელიმე სხვა ქვეყნის რეესტრში.