მოსკოვის ბირჟისა და ეროვნული დეპოზიტარის (NSD) წინააღმდეგ სანქციები დიდმა ბრიტანეთმაც დააწესა.
ბრიტანეთმა „შავ” სიაში 35 ახალი კომპანია და 7 ფიზიკური პირი დაამატა. სანქციები შეეხო სანქტ-პეტერბურგის ბირჟასაც.
სიაში მოხვდა S8 Capital-ის მფლობელი არმენ სარქისიანი, Astra ჯგუფის თანამფლობელი დენის ფროლოვი, ჩეჩნეთის სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი და Danone-ს რუსული შვილობილი კომპანიის ხელმძღვანელი, მოსკოვის ბირჟის ხელმძღვანელი იური დენისოვი. Insight საინვესტიციო ჯგუფის ბენეფიციარი ავეტ მირაქიანი, კომპანია Kismet Capital Group-ის დამფუძნებელი ივან ტავრინი.
არმენ სარქისიანისა და ავეტ მირაქიანის კომპანიებმა აქტიურად ყიდულობდნენ აქტივებს რუსეთის ბაზარზე უცხოელი მოთამაშეების გასვლის პერიოდში.
ცნობისთვის, გუშინ, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ განაახლა სანქციების სია, რომელშიც შედის 200-ზე მეტი იურიდიული და 30 ფიზიკური პირი რუსეთიდან და ჩინეთიდან. ჩამონათვალშია მოსკოვის ბირჟა, ეროვნულ დეპოზიტარი, ეროვნულ კლირინგ ცენტრი, რუსეთის ნაციონალური გადაზღვევის კომპანია, ასევე NOVATEK-ის საწარმოები – Arctic LNG-1, Arctic LNG-2 და Murmansk LNG.