ბრიტანეთი ვიზების გაცემის პროცესს ამარტივებს სამშენებლო სამუშაოებზე მუშახელის დეფიციტის გამო.
ბრიტანეთის მთავრობამ პროფესიების ჩამონათვალს, რომელთათვისაც სამუშაო ვიზების გაცემა უნდა გამარტივდეს, სამშენებლო ინდუსტრიასთან დაკავშირებული საქმიანობა დაამატა. ამის შესახებ The Guardian წერს.
მთავრობამ შეარბილა სავიზო მოთხოვნები რიგ სფეროებში, სადაც მუშების მწვავე დეფიციტი იგრძნობა. ამ ჩამონათვალს დაემატა აგურით მშენებლები, გადახურვის სპეციალისტები, დურგლები, მებათქაშეები და სხვა სამშენებლო პროფესიები, ასევე თევზჭერის ინდუსტრიის ზოგიერთი სპეციალობა.
მანამდე ჩამონათვალში შეიყვანეს მედდები, ინჟინრები, ვებდიზაინერები, ლაბორატორიის სპეციალისტები და სხვა სამედიცინო პროფესიები.
ბრიტანეთში სამშენებლო ინდუსტრია დიდი ხანია მუშების დეფიციტს განიცდის. სიტუაცია განსაკუთრებით გართულდა Brexit-ის შემდეგ და კორონავირუსის პანდემიის გამო.
2022 წელს ბრიტანეთიდან იმიგრაციამ რეკორდულ – 606 ათასს მიაღწია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე 24%-ით მეტია.
ცნობილია, რომ ლონდონი ასევე ემზადება, ავტომატურად გააგრძელოს ბინადრობის ნებართვა იმ ევროპელებისთვის, რომლებიც ქვეყანაში საცხოვრებლად და სამუშაოდ დარჩნენ მას შემდეგ, რაც ბრიტანეთმა დატოვა ევროკავშირი და ჯერ არ აქვთ მუდმივი ბინადრობის ნებართვა.