ინდოეთში ცუდი კლიმატური პირობები შაქრის წარმოების შემცირების საშიშროებას ქმნის.
ინდოეთის შაქრის წარმოების ასოციაციის ცნობით, შაქრის ლერწმის ფართობებში, ძირითად მწარმოებელ რეგიონები ივნისში წვიმა მცირე რაოდენობით მოვიდა, რამაც მოსავალი დააზარალა.
ორგანიზაციის ცნობით, 2023-24 წლებში შაქრის წარმოება 3.4%-ით, 31.7 მლნ ტონამდე შემცირდება.
იმავდროულად, ინდოეთი გეგმავს, გაზარდოს შაქრის გამოყენება ბიოსაწვავისთვის. ქარხნებს 4,5 მილიონ ტონა სჭირდება ეთანოლის საწარმოებლად, რაც 9,8%-ით მეტია წინა წელთან შედარებით.
ამ გარემოებების გათვალისწინებით, გაჩნდა შიში, რომ ინდოეთის მთავრობა მიჰყვება ბრინჯის მაგალითს და შაქართან დაკავშირებითაც შეზღუდვებს შემოიღებს. თუ ეს მოლოდინი გამართლდა, გლობალურ ბაზარს სასურსათო პრობლემები და ინფლაცია ელის.
დიდია მსოფლიოს დამოკიდებულება ინდოეთიდან შაქრის ექსპორტზე. ინდოეთი ბრაზილიასთან ერთად, შაქრის ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.
ინდოეთმა, ბრინჯის უმსხვილესმა ექსპორტიორმა, ივლისის ბოლოს დროებით აკრძალა თეთრი ბრინჯის და ხორბლის ექსპორტი ადგილობრივ ბაზარზე სტაბილური ფასების შენარჩუნების მიზნით საყოველთაო არჩევნებამდე, რომელიც 2024 წლის დასაწყისში უნდა გაიმართოს.