თებერვალში ფასების ზრდის ტემპი წინა თვესთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, ინფლაცია მაინც საკმაოდ მაღალი რჩება. ოფიციალური სტატისტიკური მონაცემებით, წლიური ინფლაციის დონე 8,1%-ს შეადგენს.
წლის განმავლობაში ყველაზე მეტად სურსათი გაძვირდა. სურსათის ჯგუფში ფასების ზრდით ლიდერია ბოსტნეული და ბაღჩეული, რომელიც 25.8%-ით გაძვირდა. პური და პურპროდუქტები 21%-ით არის გაძვირებული. რძე, ყველი და კვერცხი წლის განმავლობაში 17.2%-ით არის გაძვირებული, ყავა, ჩაი და კაკაო გაძვირდა 14.5%-ით, მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები 12.2%-ით, თევზეულის ფასმა 12.1%-ით მოიმატა, ხორცი და ხორცის პროდუქტები 10.2%-ით, ხოლო შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული 9.8%-ით არის გაძვირებული.
სურსათის შემდეგ, ყველაზე მეტად ქვეყანაში ფასები მომატებულია კომუნალურ მომსახურებაზე- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.4% მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: ფაქტიური გადასახადი საცხოვრებელზე (38.7%) და საცხოვრებლის მიმდინარე მოვლა და შეკეთება (7.4%);