ბლუმბერგის Bmatch პლატფორმაზე ეროვნული ბანკის მიერ ვალუტის შესყიდვები მცირდება.
Bmatch-ის სავალუტო ვაჭრობის პლატფორმაზე სებ-ის აქტივობები, ბოლო თვეებში შემცირებულია. ივნისში სებ-მა $42 მილიონი მიაწოდა ბაზარს, ივლისში კი წმინდა შესყიდვებმა $1.9 მილიონი შეადგინა.
ამ ვითარებაში მიმოქცევაში ნაღდი ფული, აგვისტოში 120 მილიონით გაიზარდა. ივლისში ლარზე მოთხოვნა უფრო მაღალი იყო, 200 მლ-მდე. ივნისში კი 206 მლნ ლარით მოიმატა.
სებ-ის სტატისტიკით, ლარის მასა, სექტემბრის მდგომარეობით, 6,460 მლრდ ლარამდეა გაზრდილი.
სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ აგვისტოში, მონეტარული პოლიტიკის ბოლო სხდომაზე (მპ კომიტეტის მორიგი სხდომა 11 სექტემბერსაა) განაცხადა, რომ სალდო დადებითია, წლის დასაწყისიდან Bmatch პლატფორმაზე და აუქციონებზე ეროვნულ ბანკს უფრო მეტი ვალუტა აქვს შესყიდული, ვიდრე გაყიდული.
როგორც თურნავამ თქვა, წლის დასაწყისიდან სებ-მა $219.7 მლნ გაყიდა (30.07-ის მდგომარეობით). მათ შორის, სავალუტო აუქციონით $168.7 მლნ. ეს მაშინ როცა სებ-ი ჩაერია სავალუტო ბაზარზე შექმნილი აჟიოტაჟის დასაცხრობად, ბაზარზე ერთჯერადი ტრანზაქციების გავლენის და ნეგატიური მოლოდინების გასანეიტრალებლად*.
Bmatch-ით სხვაობა $51 მილიონი გამოდის. ჯამურად დადებითი სალდო $67 მლნ-მდეა.
სებ-ის თვის მიმოხილვის თანახმად, ივლისში, საბანკო სისტემაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, ეროვნული ბანკის წმინდა სავალუტო შესყიდვებმა $36.7 მლნ შეადგინა. აუქციონით ინტერვენციები არ განუხორციელებია.
Bmatch-ზე ივლისის წმინდა შესყიდვებია (დადებითი სალდო) $1.9 მლნ-ია. მთლიანობაში შიდა სამთავრობო კონვერტაციებით, სავალუტო ინტერვენციებით და BMatch მექანიზმით, წმინდა უცხოური აქტივები დაახლოებით $34.8 მლნ-ით გაიზარდა. ივლისში მთავრობის დეპოზიტებზე არსებული სახსრები 336.6 მლნ ლარით შემცირდა. 981.4 მლნ ლარამდე.
სებ–ის წმინდა (შესყიდვები )გაყიდვები Bmatch-ზე (2024-2023)
2024 ($) | 2023 ($) | |
ივლისი | (1.9) მლნ | (278.5) მლნ |
ივნისი | 42.0 მლნ | (137.6) მლნ |
მაისი | 9.1 მლნ | (154.7) მლნ |
აპრილი | (73.1) მლნ | (322.4) მლნ |
მარტი
თებერვალი იანვარი |
(127.9)მლნ
(77.5) მლნ (8.1) მლნ |
(219.6) მლნ
(85.7) მლნ (155.2) მლნ |
დეკემბერი | (2.0) მლნ | |
ნოემბერი | 14.7 მლნ | |
ოქტომბერი | 13.4 მლნ | |
სექტემბერი | (8.4) მლნ | |
აგვისტო | (110) მლნ |
*ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციები, კერძოდ საფინანსო სექტორის მიერ, წინა წლებში გამოშვებული ლარით დენომინირებული ვალდებულებების დაფარვა, დივიდენდების გადახდა და სხვა, სავალუტო ბაზარზე უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნას დროებით ზრდის. იმისათვის, რომ აღნიშნულმა ტრანზაქციებმა გაცვლითი კურსის ჭარბი მერყეობა არ განაპირობოს ეროვნული ბანკი ბაზარს სავალუტო აუქციონების გზით უცხოურ ვალუტას საჭიროების მიხედვით აწვდის.