ბიტკოინის ფასმა $51 ათასიანი ზღვარი გადალახა. ყველაზე ძვირადღირებულ კრიპტოვალუტას ასეთი ფასი ბოლოს 2021 წლის დეკემბერში ჰქონდა.
კრიპტოვალუტის კაპიტალიზაციამ ასევე მიაღწია რეკორდულ დონეს, 2021 წლის დეკემბრის შემდეგ და $1 ტრილიონს მიაღწია.
კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობამ ბოლო 24 საათის განმავლობაში თითქმის $40 მილიარდი შეადგინა.
ბიტკოინმა გაძვირება 2023 წლის ბოლოს, ETF-ის დამტკიცების შემდეგ დაიწყო, რომლებიც ინვესტირებას პირდაპირ კრიპტოვალუტაში ახდენენ. ბიტკოინზე მოთხოვნას ასევე ზრდის რეფინანსირების განაკვეთების შემცირების მოლოდინიც.