კრიპტოვალუტების ფასი იზრდება. ბიტკოინის გადალახა ფსიქოლოგიურად მნიშვნელოვანი $100,000-ის ზღვარი და ერთი ბიტკოინის ფასი უკვე $101,7-ს აღემატება.
ასევე გაძვირდა პოპულარული Ripple(XRP)-ის, 2,6%-ით და $2,45 შეადგინა.
ბიტკოინის ფასი წლის დასაწყისიდან 9%-ით გაიზარდა. იმავე პერიოდში XRP გაიზარდა 18%-ით.
2024 წლის ნოემბრიდან ციფრული ვალუტა ძვირდება იმ იმედით, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გაზრდის ციფრული ინდუსტრიის მხარდაჭერას და შეერთებულ შტატებს მსოფლიოს „კრიპტო ცენტრად“ გადააქცევს.
ბიტკოინის ზრდა დეკემბრის შუა რიცხვებში შეფერხდა, რადგან აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმა(FED) რეფინანსირების განაკვეთი მოსალოდნელზე მეტად შეამცირა. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ მოიმატებს ტრამპის ინაუგურაციამდე, რომელიც 20 იანვარს გაიმართება. ამის შემდეგ კი, შესაძლოა კლება დაიწყოს, რადგან აშშ-ში კვლავ ელოდებიან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირებას. ეს კი უარყოფითად მოქმედებს მაღალი რისკის მქონე აქტივების ფასზე.