ბიტკოინის ფასი $50 ათასს ქვემოთ დაეცა, რაც 14 თებერვლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ერთი დღის განმავლობაში 17%-ზე მეტით გაუფასურდა.
ვაჭრობისას კრიპტოვალუტის ფასი $49,300-მდე ჩამოვიდა, მაგრამ შემდგეგ ოდნავ აღადგინა პოზიცია $50 380-მდე.
დღის განმავლობაში კრიპტოვალუტამ დაკარგა თავისი ღირებულების დაახლოებით $10 ათასი დოლარი ანუ 17,06%.
კრიპტოვალუტის კაპიტალიზაცია $1 ტრილიონზე ნაკლები იყო. ბოლო 24 საათის განმავლობაში ბირჟაზე კრიპტოვალუტით ვაჭრობის მოცულობამ $62 მილიარდი შეადგინა.
ეთერიუმის ფასი 15,3%-ით დაეცა და $2330 გახდა. ეს მისი რეკორდული ვარდნაა 2021 წლის შემდეგ.