დღევანდელ საბირჟო ვაჭრობაზე ბიტკოინი 2.6%-ით გაძვირდა და $69,7 ათასს მიაღწია.
ეს მაქსიმალური ნიშნულია ივნისის შუა რიცხვების შემდეგ, რაც დონალდ ტრამპი კრიპტოვალუტის მხარდამჭერი განცხადებებით გამოვიდა.
გარდა ამისა, კრიპტოვალუტის ფასზე მოქმედებს აშშ-ს ფედერალური რეზერვის მხრიდან საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი. მონეტარული პოლიტიკის შერბილება ინვესტორების მხრიდან კრიპტოვალუტის მიმართ ინტერესს ზრდის.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატმა გასულ უქმეებზე ჩატარებულ კონფერენციაზე გამოსვლისას პირობა დადო, რომ შეერთებულ შტატებს „ბიტკოინის სუპერსახელმწიფოდ“ აქცევს თუ თეთრ სახლში დაბრუნდება.
ტრამპმა ასევე განაცხადა, რომ ის უბრძანებს აშშ-ს მთავრობას, თავი შეიკავოს სისხლის სამართლის საქმეების საფუძველზე ჩამორთმეული კრიპტოვალუტების გაყიდვისაგან. ამის ნაცვლად, ის გეგმავს გამოიყენოს ტოკენები, რასაც ის “ბიტკოინის სტრატეგიულ რეზერვს” უწოდებს.
ფედერალური რეზერვის შეხვედრა მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება და არის მოლოდინი, რომ განაკვეთების შემცირების ციკლი დაიწყება.
ბიტკოინის აღმავლობა და ვარდნა
აღსანიშნავია, რომ ბიტკოინის ფასი რეკორდულ მაჩვენებელზე მარტში იყო, როცა $74,000-ს მიაღწია.
15 ივლისს ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის შემდეგ. ინვესტორები აქტიურად საუბრობენ ყოფილი პრეზიდენტის თეთრ სახლში დაბრუნების შანსებზე. ბიტკოინის ღირებულება 9,1%-ით გაიზარდა და $62 830-ს მიაღწია მას შემდეგ, რაც ტრამპს ესროლეს მიტინგზე.
ანალიტიკოსები ბიტკოინის ფასის ზრდას პროგნოზირებენ. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ პოპულარული კრიპტოვალუტის ღირებულება ათწლეულის ბოლომდე $500 000- მდე გაიზრდება.