ბიტკოინის ფასმა ახალი რეკორდი დაამყარა. დღევანდელ ვაჭრობაზე ის 2,4%-ით გაიზარდა და $71 213 შეადგინა.
ვაჭრობის დროს ბიტკოინმა $71,647-საც კი მიაღწია.
წლის დასაწყისიდან კრიპტოვალუტა თითქმის 70%-ით გაძვირდა.
კრიპტოვალუტის ზრდა გამოიწვია პირველი ETF-ების შექმნამ, რომლებიც ინვესტიციას უშუალოდ ბიტკოინებში აკეთებენ. კრიპტოვალუტაზე მოთხოვნას აძლიერებს მისი მიწოდების მოსალოდნელი შემცირება, რაც აპრილში არის ნავარაუდევი.