ბიტკოინის ფასმა, 2021 წლის შემდეგ პირველად, $50,000-ს მიაღწია.
მსოფლიოში უდიდეს კრიპტოვალუტას აშშ-ის საფონდო ინდექსების ზრდა და საპროცენტო განაკვეთის შემცირების მოლოდინი აძვირებს.
ბიტკოინის ფასი წელს უკვე 16,3%-ით არის გაზრდილი. ორშაბათის ვაჭრობაზე ის ერთბაშად თითქმის 5%-ით გაძვირდა.
ეთერიუმის, სიდიდით მეორე კრიპტოვალუტის, ფასი 4,12%-ით გაიზარდა და $2607,57 შეადგინა.
ბიტკოინის მიმართ ინტერესი გაიზარდა ETF-ების დამტკიცების შემდეგ, რომლებიც ინვესტირებას პირდაპირ კრიპტოვალუტაში ახდენენ.
კრიპტოვალუტას გაძვირებისკენ უბიძგებს გლობალური საფონდო ინდექსების ზრდა, რაც ბოლო პერიოდში რეკორდულად მაღალია.
ამასთანავე, ინვესტორები ელოდებიან ბიტკოინის გამოშვების შემცირებას, რაც მოსალოდნელია აპრილში. ეს პროცესი შეზღუდავს მის მიწოდებას, რაც კიდევ უფრო გაძვირებას გამოიწვევს.
ბიტკოინის ღიურებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს 2021 წლის ოქტომბერში მიაღწია, როდესაც $66 ათასს გადააჭარბა.